სიახლეები

საერთაშორისო ტრენინგი ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა იძულებით დაბრუნების საკითხებზე

2021 წლის 12-15 ოქტომბერს მიგრაციის პოლიტიკისგანვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), ევროკავშირის ძირითად უფლებათა სააგენტოსა და ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (ფრონტექსის) დახმარებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო ტრენინგი.

ტრენინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, საქართველოსა და უკრაინის მიგრაციის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგზე დეტალურად იქნა მიმოხილული დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის ეტაპები და პროცედურები. მათ შორის, პრაქტიკულ დონეზე განხორციელდა ფრენის პროცესის სიმულაცია. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მონოტორინგის საკითხებს დაბრუნების პროცესში და ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. საუბარი ასევე შეეხო დაბრუნების ოპერაციის მონაწილეთა როლსა და ანგარიშგების მეთოდებს. ტრენინგს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)