სიახლეები

რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პოლიციაში: სახელმწიფოს და საზოგადოების ხედვა

2015 წლის 4 დეკემბერს სახალხოდამცველმამორიგი საჯაროდებატებიგამართა თემაზე- „რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პოლიციაში: სახელმწიფოს და საზოგადოების ხედვა“. დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარლამ ხათრიძე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

დებატების მთავარი განსახილველი საკითხები პოლიციელების მხრიდანარასათანადო მოპყრობისფაქტებსდა სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის არაეფექტურ გამოძიებას შეეხო. განიხილეს ასევე დაკავებულ პირთა დაკითხვის წესი და სხეულის დაზიანების დოკუმენტირების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების ხარვეზები.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა გამოძიების არაეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა პროკურატურას სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით 9 წინადადება გაუგზავნა, თუმცა არცერთ ამ საქმეზე შედეგი არ დამდგარა; მან ასევე, ინტერესთა კონფლიქტად შეაფასა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება. ეკატერინე ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ობიექტურობას.

შინაგან საქმეთასამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ უარყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ მხოლოდ 2015 წელს 2000–ზე მეტი პოლიციელის საქმე განიხილა დისციპლინური წესით და არაერთი მათგანი დასაჯა.

დებატებზე განიხილეს დაკავებისას და დაკავების პირველი წუთებიდან დაკავებული პირის წამებისაგან და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა დაკავებული პირი დაკავებისას ან დაკავების შემდგომ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებული პირის მიმართ ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე. ამასთან, პოლიციის სამმართველოების შენობებში არ არის სათვალთვალო კამერები და შესაბამისად, შეუძლებელია დაკავებული პირის მიმართ მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება, რომელიც გამოძიებისათვის გადამწყვეტი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს. საუბარი აგრეთვე შეეხო დაკავებისას ძალის გადამეტების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის თანამშრომლების სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვის მიზანშეწონილობის საკითხს.

დებატებიკითხვა-პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ღონისძიებას მოდერირებას უწევდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელი ნინო გობრონიძე.

საჯარო დებატები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის გაძლიერების“ მიერ.

4.12.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)