სიახლეები

პრევენციის ევროპული კომიტეტისა და წამების პრევენციის ასოციაციის ღონისძიებები

2019 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აკაკი კუხალეიშვილი იმყოფებწამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და წამების პრევენციის ასოციაციის ორგანიზებულ ღონისძიებებზე ოდნენ ქალაქ სტრასბურგში.

ვიზიტის ფარგლებში მათ მიიღეს მონაწილეობა წამების პრევენციის ასოციაციის (APT) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა დაკავების პირველ საათებში ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მიმართულებით ეფექტური მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობას და შესაბამის ტექნიკებს. ღონისძიების ფარგლებში არსებული ინფორმაცია დაგვეხმარება პოლიციის დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგიის სრულყოფაში.

პარალელურად, 4 ნოემბერს გაიმართა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის მექანიზმების ჰარმონიული საქმიანობის აუცილებლობას და ერთმანეთის საქმიანობის გაძლიერების/მხარდაჭერის აუცილებლობას. #CPT30

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)