სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2016 წლის 3 მაისს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოადგინეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ საკითხებზე, მათ შორის პენიტენციური სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე. საკონსულტაციო საბჭოს წევრები გაეცნენ ინფორმაციას წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა კვლევებისა თუ აქტივობების შესახებ.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველს წარუდგინეს საკუთარი მოსაზრებები პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული აქტივობების, ანგარიშების, სამუშაო მეთოდოლოგიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილეები, სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოწვეული ექსპერტები არიან, საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით 2014 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მისი მიზანია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)