სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N2

საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მეორე კვარტალური, საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენში მთავარ თემად შესულია 2015 წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ბიულეტენი შეიცავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014-2015 წლებში N17, N2, N3, N8, N14 დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშებში ასახული ძირითადი რეკომენდაციების შესრულების ანალიზს. მკითხველი გაეცნობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატს; მიიღებს ინფორმაციას სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ გამართული შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ; ასევე, ზაფხულის განმავლობაში დახურულ ინსტიტუციებში განხორციელებული ვიზიტების თაობაზე; შეიტყობს როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ვითარება სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში.

ბიულეტენში განხილულია ეროვნული საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებები განსაკუთრებული რისკის შემცველ პენიტენციურ დაწესებულებში.

გაეცნობით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის გივი მიქანაძის მოსაზრებებს; საერთაშორისო სიახლეებისა და მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)