სიახლეები

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტს მულტიმეტრები გადასცა

აღნიშნული ხელსაწყოებით შესაძლებელია ტენიანობის, განათების, ხმის და ტემპერატურის გაზომვა. სპეციალური პრევენციული ჯგუფი მითითებულ მულტიმეტრებს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში შემოწმების ჩატარების დროს გამოიყენებს, რაც ჯგუფის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ობიექტური მონაცემები მიიღონ ამ ადგილებში მყოფი პირების საცხოვრებელი პირობების შესახებ.








სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)