სიახლეები

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდგომი ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2024 წლის 4, 5, 6, 11, 12 და 28 ივნისს, ასევე 2, 3 და 4 ივლისს პრევენციული ვიზიტები განახორციელეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. პრევენციული ვიზიტების მიზანს სრულწლოვან პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება წარმოადგენდა.

ანგარიშის პირველი ნაწილი ასახავს დაწესებულებაში წამების და არასათანდო მოპყრობის კუთხით არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, დეესკალაციის და სამარტოო ოთახების გამოყენების და პატიმართა სრული შემოწმების პრაქტიკას. ანგარიშის მეორე ნაწილში გაანალიზებულია წამების და არასათანადო მოპყრობის რისკ ფაქტორები, ხოლო მესამე ნაწილი ეთმობა მოწყვლად მდგომაროებაში მყოფ პირებს.

წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა პრევენციული ვიზიტების დროს ადგილზე გარემოს შეფასებას; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციიდან, მიღებულ ინფორმაციას; პერსონალთან და პატიმრებთან ინდივიდუალურად და კონფიდენციალურად გასაუბრებისას მიღებულ შედეგებს. ანგარიშში ასევე გამოყენებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)