მსჯავრდებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტის გამოძიების წინადადება
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების შესახებ მიმართა.
მსჯავრდებულ გ.ჯ-ს განმარტებით, 2014 წლის 27 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებიდან N6 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით, იგი დილის 6 საათზე გაიყვანეს საკანიდან და საბადრაგო მანქანაში ჩაჯდომამდე ჩხრეკის მიზნით გაშიშვლება მოსთხოვეს, რასაც იგი დაემორჩილა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაათვალიერეს და ტანისამოსი დეტალურად გაჩხრიკეს. გ.ჯ.-ს განმარტებით, ჩხრეკის დამთავრების შემდეგ მას მისცეს მხოლოდ ქვედა საცვლის ჩაცმის უფლება, რის გამოც, ბადრაგირების პროცესში მას მხოლოდ ქვედა საცვალი და წინდები ეცვა. მსჯავრდებულის გადმოცემით, ბადრაგს მის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ჩაცმის შესაძლებლობა მხოლოდ N6 დაწესებულების სამორიგეოში მიეცა.
- საქართველოსსისხლისსამართლისკოდექსის 1443 მუხლის მიხედვით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად.