ანგარიშები

სპეციალური ანგარიში მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შესახებ

2014 წლის თებერვალსა და ნოემბერში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან ერთად, მონიტორინგი განახორციელა 44 მცირე საოჯახო ტიპის (შემდგომში„მსტ“) სახლში.

კერძოდ, თბილისის (13), რუსთავის (2), დუშეთის (1), ახმეტის (1), თელავის (3), მცხეთის (2), ხაშურის (4 სახლი), გორის (1), კასპის (1) გარდაბნის (1), ლაგოდეხის (1 სახლი), საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითის (1), ამბროლაურის (1), ქუთაისის (3), ხონის (1), ჩხოროწყუს (1), წალენჯიხის (2), ბათუმის (1), ოზურგეთის (2), ლანჩხუთისა (1) და ზესტაფონის (1) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა მსტ სახლებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ბენეფიციართათვის მიწოდებული მომსახურების შიდაკანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

მონიტორინგის შემდგომ ეტაპზე შეჯამდა შედეგები, შედგა ტექნიკური ანგარიშები და მათ საფუძველზე მომზადდა წინამდებარე ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთან,მონიტორინგის შედეგები აისახება საპარლამენტო ანგარიშში.

დეტალურად იქნა შესწავლილი თითოეული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა მსტ სახლებში არსებულ მდგომარეობასთან. ანგარიში შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს მსტ სახლების ბენეფიციარის იდენტიფიკაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)