ანგარიშები

კოვიდ 19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში

სპეციალური ანგარიში „კოვიდ 19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“ასახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ კოვიდ19-ის პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასების მიგნებებს. კვლევა ჩატარდასაქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC), ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის (UNICEF ECARO), გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

კვლევა განხორციელდა ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს, რა გავლენა იქონია, ან, შესაძლებელია, იქონიოს მთავრობის გადაწყვეტილებებმა და მოქმედებებმა ბავშვის უფლებების დაცვაზე. კვლევის ფარგლებში, მონაცემების შეგროვების ეტაპზე, არასრულწლოვნების მოსაზრებების გაგების მიზნით, უზრუნველყოფილი იყო მათი უშუალო ჩართულობა.

სპეციალურ ანგარიშში განხილულია სახელმწიფოს მიერ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად მიღებული ზომები, რომლებიც შეირჩა კვლევის მიზნებისთვის და ზეგავლენა იქონია ბავშვის უფლებებზე, მათ შორის, ბავშვების ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის, განათლების უფლებისა და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზოგად უფლებრივ მდგომარეობაზე.

უპირველეს ყოვლისა, კვლევის ფარგლებში შეფასდა სახელმწიფოს მიერ პანდემიის პრევენციის მიზნით მიღებული ზომების გავლენა ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკების გაზრდაზე, გამოვლენასადარეაგირებაზე. ძირითადად გამოიკვეთა, რომ პანდემიის პერიოდში, დისტანციურმა სწავლებამ და იზოლაციამგაზარდაბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები. ამასთან, დისტანციურ სწავლაზე გადასვლის გამო, გართულდა არასრულწლოვნის ქცევით, ემოციურ და ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვება და ძალადობის ნიშნების გამოვლენა. აღნიშნული აისახა რეფერირების მაჩვენებლის შემცირებაზე ან უცვლელი დარჩა მიმართვიანობის ტენდენცია.

ასევე, შეფასდაკოვიდ 19-ის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების ზეგავლენა ბავშვების ზოგადი განათლების უფლების რეალიზებაზე.ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც სწავლების დისტანციურ ფორმატში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას წარმოიშვა, რელევანტური ელექტრონული პლატფორმების გამოყენების შესახებ, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების/კანონიერი წარმომადგენლების არასათანადო ინფორმირებულობა იყო. აღსანიშნავია, რომ სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით მოწყვლად ოჯახებსა და ისეთ რეგიონებში, სადაც ინტერნეტიზაცია აქტიურად არ იყო განხორციელებული მწვავედ გამოიკვეთა არასრულწლოვანთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემატიკა. შშმ/სსსმ ბავშვების ეფექტიანი ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესში ასევე, უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა.

დამატეებით, კვლევის ძირითადმა თემატიკამ მოიცვა კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხები. კვლევამ ცხადყო, რომ სახელმწიფო ზრუნვის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების მართვა. მუდმივმა იზოლაციამ და სოციალური კონტაქტების შეწყვეტამ, გაართულა ბავშვების ქცევის მართვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა არასრულწლოვანთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რთული ქცევის კუთხით.

ანგარიშში მოცემულია სახალხო დამცველის რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების რეალიზების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი მექანიზმების/რეგულაციების შექმნის საჭიროების თაობაზე. აღნიშნული უზრუნველყოფს პანდემიის პერიოდში, თუ სხვა კრიზისებისას შექმნილი გამოწვევების ეფექტიან გადაწყვეტას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომების შემუშავების პროცესში, უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვანთა აზრის მოსმენა და მათი ჩართულობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)