თანატოლების შეხვედრა ათენში: ENYA–ს პროექტი “Let’s Talk Young, Let’s Talk about Violence”
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრი, მიმდინარე წლის მარტიდან ახორციელებს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) მიერ ორგანიზებულ პროექტს „Let’s Talk Young, Let’s Talk Against Violence”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2015 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პროექტის მონაწილე არასრულწლოვანი, ანა ბოჭორიშვილი, პროექტის კოორდინატორთან, თამთა ბაბუნაშვილთან ერთად, ესწრებოდა ათენში დაგეგმილ საერთო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპის 10 ქვეყანის წარმომადგენელი მოზარდეები და კოორდინატორები.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ასევე, განხორციელდა ვიდეო–კლიპის ჩვენება, რომელიც პროექტის მონაწილე არასრულწლოვანთა ჩართულობით, მათი აზრის გათვალისწინებით და მონაწილეობით მომზადდა ბავშვის მიმართ ძალადობის თემაზე.
შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელ არასრულწლოვანს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ევროპის სხვა ქვეყნების ომბუდსმენთა წარმომადგენლებს და პროექტის მონაწილე თანატოლებს, გამოეხატა საკუთარი აზრი ბავშვის მიმართ ძალადობის თემაზე და მონაწილეობა მიეღო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა თემატურ აქტივობაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრი მხარს უჭერს ბავშვის მონაწილეობით დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას. ამ დროს არასრულწლოვანს შესაძლებლობა აქვს, გამოთქვას საკუთარი აზრი მასთან დაკავშირებულ თემებზე და მეტი ინფორმაცია მიიღოს ბავშვის უფლებების შესახებ.