შეხვედრა რუსთავის ლიდერთა სახლის წევრებთან
2014 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ ჩხოლარია, მთავარი სპეციალისტი თამთა ბაბუნაშვილი და საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ კობიაშვილი რუსთავის იუსტიციის სახლში შეხვდნენ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართული არიან საქართველოს იუსტიციის სახლის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში „ლიდერთა სახლი“.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა ინფორმირება, როგორც მთლიანად სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, კონკრეტულად ბავშვის უფლებების ცენტრის ფუნქციებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პრობლემების, მათი მოგვარების შესაძლო გზებისა და თავად ბავშვების ჩართულობის შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები მომავალშიც განახორციელებენ საინფორმაციო სახის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მათივე ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით.