შეხვედრა ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში
2021 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიციას გაეცნო.
შეხვედრაზე ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს; ისაუბრეს სახალხო დამცველის გეგმებზე ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის მიმართულებით; იმსჯელეს ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე; შეაფასეს კოვიდ 19-ის გავლენა ბავშვის უფლებების მდგომარეობაზე; მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს.