სიახლეები

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2015 წლის 1ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლებმა მარიამ ბოჭორიშვილმა და მარიამ ჯანიაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის რუსთავის ტერიტორიულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვზე ზრუნვის განმახორციელებელი პირები, საჯარო სკოლების პედაგოგები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები.

დამსწრეთ გააცნეს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მონიტორინგის შედეგები ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის, გარდა ამისა, ზოგადი განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობის, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობის კუთხით. მიწოდეს ინფორმაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის (CRC) რეკომენდაციებისა და ეროვნულ დონეზე განმტკიცებული ბავშვთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადებული სპეციალური ანგარიშები „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ და „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი’’. შეხვედრისას განხილულ იქნა აღნიშნული ანგარიშების ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები და მათი შესრულების ხარისხობრივი მაჩვენებელი.

გაიმართა დისკუსია ბავშვის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროვნული სტანდარტების, არასრულწლოვანთა შორის ძალადობისა და რთული ქცევის პრევენციის/მართვის, მათი ფსიქოლოგიური დახმარების, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის, განათლების უფლების ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პრობლემურ საკითხებზე.

bavSvta centris shexvedra

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)