სახალხო დამცველის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამტრედიის მეთხუთმეტე საჯარო სკოლას ეწვია, გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას, სასწავლო გეგმას, გაესაუბრა მოსწავლეებს.
სახალხო დამცველი ასევე იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის თემის საჯარო სკოლაში, სადაც საჯარო ლექცია გამართა და მოსწავლეებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო. ესაუბრა თანასწორობის საკითხებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, ბავშვთა შრომასა და ადამიანის უფლებების დაცვის იმ მიმართულებებზე, რომელიც რეგიონის მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებდათ.