სახალხო დამცველის პირველი მოადგილე გერმანიის სოციოლოგიური და სამართლებრივი საკითხების კვლევის საერთაშორისო ცენტრის მმართველს შეხვდა
2023 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გერმანიის სოციოლოგიური და სამართლებრივი საკითხების კვლევის საერთაშორისო ცენტრის მმართველს, დოქტორ თომას მეისენს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ სტუმარს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა გააცნო. აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას. როგორც თანასწორობის მექანიზმი ასევე, ზედამხედველობას უწევს ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად. და ამასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებებით.