სიახლეები

სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

2024 წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქვეყანაში ბავშვთა უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს, იმსჯელეს მონიტორინგის მექანიზმებსა და შედეგებზე, ასევე, ისაუბრეს ბავშვის უფლებების დარღვევების შემთხვევებთან დაკავშირებით გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის სხდომის თაობაზე, სადაც საქართველოს დელეგაცია მოხსენებით წარსდგა.

ლევან იოსელიანი და იასპერ მოლერი შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე, როგორც ზოგადად ბავშვის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით, ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის სამომავლო რეკომენდაციების განხილვისა და მისი შესრულების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობასთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)