სიახლეები

სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქციაზე მივიდა

„კარავი, პარკი თუ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის საფრთხის მატარებელი, შეიძლება გაიშალოს ადმინისტრაციული ორგანოს მახლობლად. ეს არის დემოკრატიული სტანდარტი, ასე მიმდინარეობს აქციები სხვა ქვეყნებში. ამის უფლება აქვს ყველა ადამიანს, მითუმეტეს იმათ, რომლებიც 2 კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, - განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქციაზე მისულმა სახალხო დამცველმა, რომელმაც თავისი პროტესტი გამოხატა პოლიციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

30 აპრილს, აქციის მე-14 დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დამონტაჟებული რკინის კედელიდან ჩამოხსნეს ტრანსპარანტები, რომლებსაც ეწერა - წამალი ბავშვებს, ამასთან, აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება და ის პოლიეთილენის პარკებიც ჩამოართვეს, რომლითაც აქციის მონაწილე ქალები წვიმისგან იცავდნენ თავს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)