საქართველოს სახალხო დამცველმა ესტონეთში სამუშაო შეხვედრები გამართა
2022 წლის 30-31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ესტონეთის ომბუდსმენის მოწვევით ქალაქ ტალინში ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და გიორგი ბურჯანაძემ და აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან სოხაძემ.
მხარეებმა ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, მანდატი, საქმიანობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართული დელეგაცია ესტონეთის ომბუდსმენის საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და მართლმსაჯულების სფეროს მუშაობას გაეცნო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ბავშვთა, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებისაა თუ სერვისების მნიშვნელობასა და მათ ფუნქციონირებაზე.
განიხილეს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საუკეთესო პრაქტიკები, ბავშვთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკები, ზოგადად არასრულწლოვანთა და ასევე, ძალადობაგანცდილ ბავშვთა მხარდაჭერის სერვისები. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა, მათ შორის, უკრაინიდან იძულებით ადგილნაცვალი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების გასაცნობად საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა სოციალური დაზღვევის საბჭოში, ბავშვთა სახლში („ბარნაჰუსში“) და სასაზღვრო პოლიციასთან.
ორმხრივი შეხვედრების დროს ასევე, განიხილეს ესტონეთის ომბუდსმენის ოფისსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები, ინსტიტუტების საქმიანობა და პრიორიტეტები.