სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2023 წლის 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვების მონაწილეობით ღონისძიება გამართა, რომელზეც აპარატის თანამშრომლებმა ბავშვებთან მათ უფლებებზე, მათ შორის, სიცოცხლის, განვითარების, განათლების და ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის თაობაზე ისაუბრეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვებმა თავად წარმოადგინეს მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს, ქვეყანაში მათი უფლებების უკეთ დასაცავად.

„ბავშვის უფლებები წელიწადის ყველა დღეს უნდა იყოს დაცული. თქვენი და საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ბავშვის დასაცავად მე და ჩემი თანამშრომლები ვსწავლობთ რა გაწუხებთ, ხოლო, როცა ვფიქრობთ, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა, ვამზადებთ რეკომენდაციებს და იმ დაწესებულებებსა თუ პირებს, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაც არის თქვენი უფლებების დაცვა, ვეუბნებით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თქვენ უკეთ იყოთ დაცულნი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.„თქვენ ხართ წარმატებული და თავისუფალი საქართველოს მომავალი. თქვენ გაქვთ საკუთარი აზრის ქონისა და გაზიარების უფლება, გაქვთ უფლება განავითაროთ თქვენი კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები. USAID კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ყველა ბავშვს საკუთარი თავის გამოხატვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა ლიზა კოვაჩმა.

ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის, რეალიზების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბავშვების აზრის მოსმენასა და მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსგავს ღონისძიებებს ბავშვებთან და ბავშვებისთვის.

ღონისძიება USAID-PDO-ს პარტნიორობის პროგრამისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითგაიმართა. ასევე, ღონისძიებისთვის ბავშვის უფლებებზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო მასალები წარმოადგინა ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)