საინფორმაციო შეხვედრა სსიპ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგებთან
2015 წლის 22 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები მარიამ ჯანიაშვილი და მარიამ ბოჭორიშვილი იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ლიკანში მდებარე სსიპ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, სადაც გამართეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა პედაგოგებთან და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებთან საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა წარიმართა მოსწავლის უფლებადაცვით სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების განხილვის კუთხით.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პედაგოგებს გააცნეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპები და გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის (CRC) რეკომენდაციები შემდეგ სფეროებში: ბავშვთა ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უფლება, ხარისხიანი და ეფექტიანი ზოგადი განათლების მიღების უფლება, დაწესებულების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროება, იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა საჭიროებები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა შორის ძალადობისა და რთული ქცევის პრევენციის/მართვის, მათი ფსიქოლოგიური დახმარების, განათლების უფლების ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე.
სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები მომავალშიც განახორციელებენ საინფორმაციო სახის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განახორციელეს მონიტორინგი დაბა ლიკანის საბაზო სკოლაში, სსიპ აფხაზეთის N22 დაწყებით სკოლაში დაახალდაბის საჯარო სკოლაში.