სიახლეები

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგი

2016 წლის 25 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ბავშვთა უფლებების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად განახორციელეს მონიტორინგი და 10 მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოინახულეს.

მონიტორინგის მიმდინარეობისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა და ბავშვთა უფლებების ცენტრის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფიზიკური გარემო, კონფიდენციალობის დაცვით, პირისპირ ინტერვიუს გზით გაესაუბრნენ მცირე ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებს. ჯგუფის წევრები ასევე გაესაუბრნენ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პერსონალს. მონიტორინგის დროს აგრეთვე შემოწმდა შესაბამისი დოკუმენტაცია.

4.03.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)