„გავერთიანდეთ ბავშვთა უფლებების დასაცავად“
7–9 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმათამთა ბაბუნაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თურქეთის ოფისის და თურქეთის ომბუდსმენის ორგანიზებით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენება წაიკითხა ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ; ასევე მიმოიხილა დახურული ტიპის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგები და საქმისწარმოების ძირითადი პრინციპები. პრეზენტაცია ასევე ეხებოდა ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო აქტივობებსაც, მათ შორის, დაგეგმილ და განხორციელებულ ტრენინგებს, საერთაშორისო პროექტებს (ENYA), მრჩეველთა ახალგაზრდულ საბჭოს და ბავშვების მონაწილეობით მომზადებულ და დაგეგმილ „კომპასიტო“–ს ტრენინგებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თურქეთის ომბუდსმენის აპარატსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თურქეთის ოფისის წარმომადგენლებთან.