ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) სამუშაო სემინარი ათენში
2015 წლის 28–30 ივნისს, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების საერთაშორისო ქსელის სპეციალური სემინარის მუშაობაში, რომელიც მიეძღვნა ევროპის ქვეყნებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრობლემას.
შეხვედრაზე მომზადდა დადგენილება ევროპის სახელმწიფოებში ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. დადგენილება შეიცავს ძალადობის დაძლევის საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმების დახვეწის მოთხოვნას.
შეხვედრაზე გაიზიარეს სემინარის მონაწილე ქვეყნების პოზიტიური გამოცდილება ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის მიმართულ საქმიანობაში.
დოკუმენტის საბოლოო რედაქცია გამოქვეყნდება ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების გენერალურ ასამბლეაზე. მას ხელს მოაწერს ქსელის ყველა წევრი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი. დადგენილებას გააცნობენ ომბუდსმენთა ქსელის წევრი ქვეყნების მთავრობებს, აგრეთვე გაეროს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის შესაბამის ერთეულებს.