COVID-19-ის გავლენა ბავშვებზე
წინამდებარე პოლიტიკის მოკლე მიმოხილვაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განიხილავს დღევანდელი პანდემიის მძიმე გავლენას ბავშვებზე, მსჯელობს მის მასშტაბებზე, გამოყოფს უარყოფითი ზემოქმედების გზებს, საგანგებოდ მიუთითებს ბავშვთა მოწყვლადი ჯგუფების განსაკუთრებულ მდგომარეობაზე ამ მძიმე ვითარებაში, საუბრობს შესაძლო საფრთხეებზე და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ გადამჭრელი ზომები იმისათვის, რომ მსოფლიომ არა მხოლოდ დაამარცხოს პანდემია, არამედ იპოვოს ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვის ახალი გზები.