სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2025 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სოხაძემ მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დროებით დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად ბავშვთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები განიხილეს და თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანასწორუფლებიანობაზე, სიცოცხლისა და განვითარების უფლებაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასა და აზრის გამოხატვისუფლებაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)