სიახლეები

შეხვედრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან

2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან კაუპო კანდთან.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა სასამართლოს საქართველოს წარმომადგენლობის, სახალხო დამცველის აპარატსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზრდას. კაუპო კანდმა საქართველოს წარმომადგენლობის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა და მოისმინა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვები და მოსაზრებები. შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ მსგავს შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება.

კაუპო კანდი მიმდინარე წლის დეკემბრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. ქვეყნის ოფისი სასამართლოს კანცელარიის ორგანოა და ის არ არის დაკავშირებული სასამართლოს პროკურატურის ან სხვა ორგანოებთან. ქვეყნის ოფისის მთავარი ფუნქცია საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინფორმაციის გავრცელება იქნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)