სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

2015 წლის 11 მარტს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში მედეა ტურაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს და ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველს მარსელ კაპის შეხვდნენ.

შეხვედრისას სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპირებულ და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას.

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები საქართველოს კონფლიქტების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეთერთმეტე კონსოლიდირებულ ანგარიშს ამზადებენ.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)