სიახლეები

სახალხო დამცველი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2015 წლის 28 იანვარს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად სწავლობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობას და შეხვედრის მიზანი სადამკვირვებლო მისიასთან ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

უჩა ნანუაშვილმა და კესტუტის იანკაუსკასმა განიხილეს მოქალაქეთა ხშირი დაკავებები გამყოფ ხაზზე, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები. სახალხო დამცველმა მისიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ყოველდღიურ პრობლემების შესახებ, რომელსაც მოსახლეობა მოუგვარებელი კონფლიქტების გამო აწყდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა აუცილებელ ზომას უნდა მიმართოს გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღსადგენად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აფხაზეთის გამყოფ ხაზსა და გალის რაინის მოსახლეობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)