სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა

2017 წლის19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 ნოემბრის საკანონმდებლოწინადადებაგანიხილა. კომიტეტს წინადადება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველმა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილმა წარუდგინა.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებსკანონის ცვლილებასიმგვარად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთუწყვეტად მიიღონ სახელმწიფო პენსია.

კომიტეტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და მიიჩინა, რომ ანაზღაურების და პენსიის სრულად მიღება შეამსუბუქებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და მომუშავე ადამიანების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკითხზე შემდგომი მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)