სახალხო დამცველმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულა
2023 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულა და ზარდიანთკარის, ერგნეთისა და ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა.
„პირადად მოვუსმინე ამ ადამიანებს, რომელთათვისაც აუცილებელია სოციალური და ეკონომიკური საკითხების მოგვარება. ამ ხალხს კონკრეტული პრობლემები აქვს, რასაც ეფექტური და დროული ღონისძიებები ესაჭიროება. მნიშვნელოვანია ასევე, მათი უსაფრთხოებაც.
მე მივადევნებ თვალს გამყოფი ხაზის სოფლების მაცხოვრებელთა პრობლემების გადაჭრის პროცესს, რომელშიც მინდა ჩვენი როლიც დავინახო. არის საკითხები, რომელიც ჩვენი მანდატის ნაწილია და არის საკითხები, რომლებიც უნდა მივიტანო ხელისფლებამდე და ვუშუამდგომლო მათ დროულად მოგვარებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.