სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში

2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი მარნეულში მომუშავე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მედეა ტურაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ის საკითხები გააცნო, რომლებიც ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატებში განიხილება. ასევე იმსჯელეს სახალხო დიპლომატიის როლსა და ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

შეხვედრა მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონული ქსელისა და საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ინიციატივით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)