სიახლეები

სახალხო დამცველი ინციდენტების პრევენციის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად მიიჩნევს

2014 წლის 10 აპრილს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მოსახლეობას შეხვდა, რა დროსაც, სოფელს დაბალ სიმაღლეზე, ნელი ტემპით თვითმფრინავმა გადაუფრინა.

ადგილობრივების ცნობით, მოსახლეობა კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც ძირითადად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გრძელდება მოსახლეობის დაკავება რუსი მესაზღვრეების მიერ. მსგავსი ინციდენტები მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს, რომელთა გადაჭრაც მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გალში, ინციდენტების პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმის (IPRM) აღსადგენად; რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვასა და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)