შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
2019 წლის 18 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა გააცნო.
ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორიცაა: გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაციის პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; ისაუბრა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი.