სიახლეები

შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან

2023 წლის 5 დეკემბერს, 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი გვანცა დავითაშვილი თბილისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მასწავლებლებმა სახალხო დამცველის მანდატის და ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია; განიხილეს სასწავლო მასალებთან, მეთოდებსა და პროცესთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა განათლების გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობისა და არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)