სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი “ადამიანის უფლებების როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“

2015 წლის 14-18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში რიგით მეოთხე ტრენინგი - „ადამიანის უფლებების როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“- ჩატარდა, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგის გახსნაზე სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა.

კურსის მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გაეცნო ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა კონფლიქტისა და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციაში. ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტები, იორგენ იოჰანსენი და მიშელ პარლევლიეტი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს კონფლიქტების ანალიზის მეთოდოლოგია, ისაუბრეს ინსტიტუტებისა და სხვადასხვა აქტორების როლზე კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში და გაანალიზეს ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ურთიერთკავშირი.

სახალხო დამცველის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაა. ამ მიზნის მისაღწევად 2015 წელს დაფუძნდა ადამიანის უფლებათა აკადემია, რომელიც სახალხო დამცველის სტრუქტურული ერთეულია და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის და ანალიტიკური უნარების გაღრმავებას.

14.12.15-17.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)