სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო განათლების თემაზე

2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ინიციატივითა და აღმოსავლეთ სამმართველოს გორის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გვანცა დავითაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანა ჯანიაშვილმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობა გააცნეს და სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახელმძღვანელოების დახვეწასა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესში და სხვადასხვა დისციპლინების მასწავლებელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. ამასთან, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენას და გააგრძელებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)