სპეციალური ანგარიშები

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიგნებები და რეკომენდაციები

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებს. განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება და არსებული ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესასრულებლად განხორციელებული აქტივობები, ძირითადად, შიდა უწყებრივი საქმიანობის ფარგლებში შესრულდა და მათ არ მოუხდენიათ დადებითი ზეგავლენა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხზე.

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა თანაბარი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები კვლავ აწყდებიან ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორიც არის სხვადასხვა სახელმწიფო რესურსსა და სერვისზე შეზღუდული ან/და არასაკმარისი მისაწვდომობა.

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები უფრო ეფექტიანი გახდა, თუმცა ცნობიერების ამაღლების საჭიროება კვლავ აქტუალურია. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სერვისების შესახებ. პრობლემად რჩება სტერეოტიპული შეხედულებები და სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა, რაც ურთულებს მხარდაჭერის მიღებას.

ვიმედოვნებთ, რომ შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება ეროვნული სამოქმედო გეგმის განმახორციელებელ უწყებებს, შემდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)