გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, 2013 წელი
სპეციალური ანგარიში ასახავს საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. მიუხედავად 2013 წელს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების და აქტივობისა, საქართველოში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გათვალისწინებული იქნა საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი, ხოლო ნაწილი საკითხებისა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად კვლავ მაღალია ქალთა დისკრიმინაციის მაჩვენებელი დასაქმების ადგილზე, ოჯახში ძალადობა, გენდერული ნიშნით ძალადობა, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობა, ადრეული ქორწინების გაზრდილი შემთხვევები და სხვა.