სპეციალური ანგარიშები

ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა. ანგარიშში გაანალიზებულია 2014-2015 წლებში ჩადენილი დანაშაულები.

2014 წელს გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის რიცხვი განსაკუთრებით მაღალი იყო. ქალთა მკვლელობების ტრაგიკული მასშტაბების გამო, ეს წელი, გარდამტეხი გახდა ფემიციდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით და ამ პერიოდიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების გაუმჯობესებაზე.

2014 წლიდან დღემდე, უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. შესაბამისად, ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში მხოლოდ ის საკითხები მოხვდა, რომლებიც ამ დრომდე გამოწვევად რჩება.

ვიმედოვნებთ, წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)