სიახლეები

შეხვედრა სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის საკითხებზე

2014 წლის 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის „ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკის" და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრისას სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შესახებ, ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვიანობის პროცედურებს, საქმისწარმოების წესსა და რესურსებს.

შეხვედრა ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს ადვოკატთა და იურიდიული კლინიკის სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებზე.

პროექტის ხანგრძლივობაა 4 თვე, რომლის ფარგლებში სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო დაცვის მექანიზმებში, ასევე დაეუფლებიან სასამართლო უნარ–ჩვევებს.

იხილეთ შეხვედრის ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)