სიახლეები

სემინარი ,,ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი“

2024 წლის 13-14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი“. სემინარს საერთაშორისო ექსპერტი ზარა ჯარვინენი უძღვებოდა.

ღონისძიების მიზანი იყო გენდერულად მგრძნობიარე ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის საკითხებზე მონაწილეების ცნობიერების გაზრდა, საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა და დევნილთა უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება გენდერულ ჭრილში.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს ინფორმაცია.

სემინარი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ - მხარდაჭერით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)