სიახლეები

ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში (2024)

2024 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები შეამოწმა. მონიტორინგის წევრებმა მოინახულეს თბილისის (2), ბათუმის, ქუთაისის, გორისა და სიღნაღის თავშესაფრები. ასევე თბილისის, გორის, ქუთაისის, ოზურგეთის, მარნეულის, თელავისა და ზუგდიდის კრიზისული ცენტრები.

სპეციალურ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

ვიმედოვნებთ, რომ მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზები სახელმწიფო უწყებებს ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევის დახვეწაში დაეხმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)