მიმდინარე პროექტები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა

პროექტის დასახელება:

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა

ფინანსური წყარო:

ევროპული კავშირი

პროექტის სტატუსი:

მიმდინარე

პროექტის დაწყების თარიღი:

1/04/2023

პროექტის მიზანი:

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება ადამიანის უფლებების ეფექტური ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით, მონიტორინგის გაძლიერების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის და ეროვნულ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით.

პროექტის საერთო მიზანია ხელი შეუწყოს უფრო ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას საქართველოში, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებათა ინდექსების გაუმჯობესებულ შეფასებებსა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში. შესაბამისად, პროექტის სპეციფიკური მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის შემდგომი გაუმჯობესება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის (PDO) უწყვეტი მხარდაჭერის გზით, რათა მან ეფექტიანად განახორციელოს და დააკვირდეს ადამიანის უფლებათა პოლიტიკასა და ქმედებებს, ასევე გააძლიეროს როგორც უფლებამფლობელთა, ისე მოვალე სუბიექტთა ცნობიერება ადამიანის უფლებების საკითხებზე.

ამ საერთო ჩარჩოს შესაბამისად, განსაზღვრულია შვიდი შედეგი, რომლებიც PDO-ის სხვადასხვა ფუნქციის მხარდაჭერას ემსახურება; შესაბამისად, მნიშვნელოვანია თითოეული ფუნქციის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება, რათა პროექტის ფარგლებში ეფექტიანად განხორციელდეს და მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებათა ქმედებებს და გაძლიერდეს ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში.

პროექტის ძირითადი აქტივობები:

(სია არ არის ამომწურავი და საწყისფაზაში დამატებით დაზუსტდება კონტრაქტორის მიერ)

  1. სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის ტრენინგის საჭიროებების ანალიზის ჩატარება.
  2. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული კვლევითი უნარების გასაუმჯობესებლად ტრენინგების დიზაინი და განხორციელება.
  3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, საჯარო ინსტიტუტებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე ტრენინგის ჩატარება.
  4. სახალხო დამცველის ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით.
  5. ეროვნული პრევენციული მექანიზმის (NPM) თანამშრომლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის უნარების გასავითარებლად.
  6. სახალხო დამცველის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ომბუდსმენის ინსტიტუტებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, გამოცდილების გაზიარებისა და PDO-ს სტრუქტურის, ეფექტიანობისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების გაუმჯობესების მიზნით.
  7. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების მონიტორინგისა და საჩივრების განხილვის სისტემის დიზაინისა და განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის: ადამიანის უფლებათა დამცველები, ბავშვები, ეროვნული უმცირესობები, ხანდაზმულები, უსახლკაროები, იძულებით გადაადგილებული პირები (IDPs), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლგბტქ+ პირები, პატიმრები, დახურულ დაწესებულებებში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემსრულებლები და სამხედრო პერსონალი.
  8. PDO-ს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევა შემდეგი ფუნქციების განხორციელების მიმართულებით: 1) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) ეროვნული მექანიზმი; 2) ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების მონიტორინგის მექანიზმი; 3) დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი; 4) ეროვნული პრევენციული მექანიზმი (NPM); 5) საკონსტიტუციო სასამართლოში განმცხადებლის როლი.
  9. PDO-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება საველე მონიტორინგის მეთოდებზე, ეთიკაზე და მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალები, ბავშვები, მიგრანტები.
  10. რეგიონული ოფისების შესაძლებლობების გაძლიერება.
  11. საქართველოს პარლამენტთან და სხვადასხვა უწყებათაშორისი საბჭოსთან PDO-ს თანამშრომლობის გაუმჯობესება, ადამიანის უფლებების პოლიტიკის ფორმირებასა და ეფექტიან განხორციელებაზე ზეგავლენის მოსახდენად.
  12. პარლამენტის წლიური და თემატური სპეციალური ანგარიშების გაუმჯობესების მხარდაჭერა, რათა მოხდეს ისეთი ანგარიშგებების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას.
  13. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაუმჯობესების მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციისა და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
  14. PDO-ს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მხარდაჭერა.
  15. PDO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მხარდაჭერა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება, საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების, ინფორმირებულობის გასაზრდელად PDO-ს როლზე და ფუნქციებზე.
  16. PDO-ს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა განათლების თემატური კვლევების, ტრენინგების და ინფორმაციული მასალების, მათ შორის ვიდეო რეკლამების ხელმისაწვდომ ფორმატებში შექმნაში.
  17. PDO-ს მხარდაჭერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ, ასევე ევროკომისიის საქართველოს წევრობის განაცხადებთან დაკავშირებული პირობების შესრულების შესახებ თემატური კვლევების ჩატარებაში, ადამიანის უფლებების ჭრილში.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)