საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ GANHRI-ის სამმხრივი პარტნიორობის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ოფიციალური ვიზიტით ნიუ იორკში (აშშ) იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური გაერთიანების (GANHRI) და სამმხრივი პარტნიორობის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მხარდასაჭერად (TriPartite Partnership to Support National Human Rights Institutions) იმართება.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურ ალიანსთან (GANHRI) თანამშრომლობით.
ორივე შეხვედრის მიმდინარეობისას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე მონაწილეობდა ერთის მხრივ, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მმართველი საბჭოს წევრი და თავმჯდომარის დროებით შემცვლელი, ასევე, როგორც სამმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ბენეფიციარი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელი.
შეხვედრების დროს თამარმა წარადგინა რამდენიმე მოხსენება, კერძოდ; როგორც ENNHRI-ის ბორდის თავმჯდომარის შემცვლელმა ისაუბრა ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ასევე ENNHRI-ის წევრი ინსტიტუტების საქმიანობებზე, ხოლო როგორც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დამსწრეებს გააცნო, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობის და წყლის ხელმისაწვდომობაზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში და ამ მიმართულებით აპარატის სამომავლო გეგმები. თავის ერთ-ერთ მოხსენებაში თამარ გვარამაძემ აზევე ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების გავლენაზე ადამიანის უფლებებზე და ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის და აქტივობებსგაუსვახაზი.