ახალი ამბები

განცხადება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანების მხარდასაჭერად (ARM / AZE)

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მხარდაჭერას უცხადებენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელთ და შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვას გამო, რაც კორონა ვირუსის (COVID19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ხსენებული ტერიტორიების საკარანტინო ზონებად გამოცხადებას მოჰყვა.

დღეს საზოგადოება, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე გამოწვევის წინაშე დგას - საფრთხის ქვეშაა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა დასაცავად, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ. ამის ფონზე, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს პრობლემასთან ბრძოლას და საერთო სიკეთის მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ადამიანი, წარმოშობის მიუხედავად, თანაბრად დაუცველია ვირუსთან დაკავშირებული რისკების წინაშე, განსაკუთრებით საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ სხვა პირად მახასიათებელზე აქცენტირებით.

სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, მომეტებული სავარაუდო რისკის წინაშე დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები აღმოჩდნენ. პრობლემის განხილვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილების ჭრილში, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის უზენაეს პრინციპს, აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ სტიგმებს, აღვივებს დეზინტეგრაციულ პროცესს და მათ სოციალურ გარიყვას ახალისებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი დამოკიდებულების გამოვლენისაგან და სოლიდარობა გამოიჩინონ შექმნილი ვითარებისადმი.


Marneuli və Bolnisi bələdiyyəsində yaşayan şəxslərə dəstək üçün bəyanat

Gürcüstan Xalq Müdafiəçisi və Gürcüstan Xalq Müdafiəçisi yanında fəaliyyət göstərən Milli Azlıqlar Şurası və Dinlər Şurası Marneuli və Bolnisi bələdiyyəsi sakinlərinə öz dəstəyini bildirir və bir qrup cəmiyyət üzvü tərəfindən milliyətcə azərbaycanlı olan vətəndəşlara qarşı ksenofobiya xarakterli münasibət göstərilməsinə görə naratlığını bildirir. Bu hal korona virusun (COVİD19) yayılmasına görə qeyd olunan ərazilərin karantin zonası elan olunmasından sonra olub.

Bu gün cəmiyyət virusla mübarizə baxımından xüsusi ilə çətin problem qarşısındadır – insanların hayatı və sağlamlığı təhlükə altındadır, səhiyyə və başqa sahalərin nümayəndələri əllərindən gələni edirlər. Buna görədə hər bir Gürcüstan vətəndaşı problemlə mübarizə və ümumi firavanlıq üçün öz dəstəyini göstərməlidir.

Qeyd etmək lazımdır ki, Gürcüstanda milli azlıqlara qarşı diskriminasiya (ayrı-seçkilik) xarakterli münasibətlərlə mütamadi olaraq qarşılaşırıq. Ancaq yaranmış vəziyyətdən irəli gələrək, hərkəs mənsubiyyətindən aslı olmayaraq virusla bağlı risklərdən bərabər dərəcədə müdafiəsizdir, buna görədə xüsusi ilə qorxuducu olan odur ki, diqqət milli mənsubiyyətə və başqa şəxsi xarakterlərə yönləndirilir.

Təəssüb ki, Gürcüstanın başqa əhalisi ilə müqaisidə bu gün Marneuli və Bolnisidə yaşayan vətəndaşlar ehtimal olunan daha yüksək risk altındadırlar. Problemin bu ərazilərdə yaşayan vətəndaşların milli mənsubiyyəti çərçivəsində müzakirə olunması, birmənalı olaraq insanın ləyaqətinin qorunması ali prinsipləri ilə ziddiyyat təşkil edir, milli azlıqlara qarşı olan stiqmanı dahada möhkəmlədirir, dezinteqrasiya prosesi oyadır və onları sosial təcrid etməyə təşviq edir.

Yuxarıda qeyd olunanlardan irəli gələrək, Gürcüstan Xalq Müdafiəçisi və Gürcüstan Xalq Müdafiəçisi yanında fəaliyyət göstərən Milli Azlıqlar Şurası və Dinlər Şurası hərkəsi milli azlıqlara qarşı dözümsüzlük və diskriminasiya (ayrı-seçkilik) xarakterli münasibət göstərməməyə və yaranmış vəziyyətə həmrəylik göstərməyə çağrır.


Հայտարարություն Մառնեուլի և Բոլնիսի մունիցիպալիտետների բնակիչներին աջակցելու համար

Վրաստանի ժողովրդական պաշտպանն և ժողովրդական պաշտպանի գրասենյակի ներքո գործող ազգային փոքրամասնությունների և կրոնական խորհուրդը աջակցությունն են հայտնում Մառնեուլիի և Բոլնիսիի մունիցիպալիտետների բնակիչներին և մտահոգությունն են արտահայտում հասարակության կողմից էթնիկ ադրբեջանցի քաղաքացիների նկատմամբ քսենոֆոբ վերաբերմունքի արտահայտելու համար, կորոնավիրուսի (COVID19) տարածման հետ կապված, վերոնշյալ տարածքները կարանտինային գոտիներ հայտարարելու համար:

Այսօր հասարակությունն, վիրուսի դեմ պայքարի հարցում, առանձնապես ծանր մարտահրավերի առաջ է կանգնել, վտանգի տակ է մարդկանց կյանքը և առողջությունը, որոնք պաշտպանելու համար, բժշկական և տարբեր վոլորտի ներկայացուցիչներն, ջանք և եռանդ չեն խնայում: Այդ ֆոնի վրա Վրաստանի յուրաքանչյուր քաղաքացու պարտքն է, անձնական հնարավորության սահմաններում, նպաստել խնդիրների լուծմանը և միասին հասնել ընդհանուր ձեռքբերումների:

Հատկանշական է, որ Վրաստանում էթնիկ փոքրամասնությունների նկատմամբ խտրական վերաբերմունքը ժամանակ առ ժամանակ ի հայտ է գալիս: Չնայած ստեղծված իրավիճակից, երբ բոլոր մարդիկ, անկախ իրենց ծագումից, հավասար են խոցելի վիրուսի հետ կապված ռիսկների դեմ: Հատկապես մտահոգիչ է էթնիկ պատկանելության կամ այլ անձնական հատկության վրա կենտրոնանալով:

Դժբախտաբար, Վրաստանում մնացած բնակչության համեմատությամբ, մոտավոր ավելացած ռիսկի տակ են այսօր Մառնեուլի և Բոլնիսի մունիցիպալիտետներում բնակվող քաղաքացիներն: Խնդիրների քննարկումն այս տարածքներում բնակվող էթնիկ պատկանելության առումով, ակնհայտորեն հակասում է մարդկային արժանապատվության պաշտպանության սկզբունքներին, բարելավում է էթնիկ փոքրամասնությունների նկատմամբ գոյություն ունեցող խտրականությունները, խթանում է կազմալուծման գործընթացը և խրախուսում դրանց սոցիալական բացառումը:

Հաշվի առնելով վերոհիշյալը, ժողովրդական պաշտպանը և ժողովրդական պաշտպանի ներքո գործող ազգային փոքրամասնությունների և կրոնական խորհուրդները բոլորին հորդորում են, զերծ մնալ էթնիկ փոքրամասնությունների նկատմամբ անհանդուրժողականությունից և խրախուսելով խտրականության կախվածություն հայտնաբերելուց և համերաշխություն ցուցաբերել ստեղծված իրավիճակում:

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)