სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

2025 წლის 30 ივნისს, 1, 3 და 4 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში – გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის ადგილობრივი თვითმმართველობების მერიების და საკრებულოების წარმომადგენლებისთვის, ასევე, აღნიშნული მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დასაქმებულებისთვის გამართეს.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სახალხო დამცველის, როგორც ეროვნული ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექსუალური შევიწროების თემატიკას – საკანონმდებლო რეგულაციებს, სახალხო დამცველის პრაქტიკას, საკითხის იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების წესებს.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა როგორც მონაწილე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, ასევე ადგილზე არსებული გამოწვევებისა და პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება. შეხვედრებში მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკაზე დაფუძნებული მაგალითები, მათ შორის საქმეების განხილვის მეთოდოლოგიისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპები.

სახალხო დამცველის აპარატი სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებასა და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის გაძლიერებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)