სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

2024 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილეს კრისტიან ურსეს და პოლიტიკურ მრჩეველს მარიან იანსენს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის ინფორმაციის გაზიარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

თამარ გვარამაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის და მათ შორის, 2023 წლის 6 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ შეხვედრისას ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების მანკიერ პრაქტიკაზე, დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, სოციალურ-ეკონომიკური სერვისების წვდომაზე, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)