სიახლეები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის

2023 წლის 23-24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ლგბტქი+ ადამიანების საჭიროებები და გამოწვევები.

ტრენინგზე ექსპერტმა ეკა აღდგომელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ძირითადი ტერმინოლოგია და განსაზღვრებები, განიხილა მითები და სტერეოტიპები გენდერის, გენდერული როლების შესახებ; ისაუბრა ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკაზე. აპარატის თანამშრომლებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღონისძიება ჩატარდა გენდერის დეპარტამენტის პროექტის „ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)