სიახლეები

ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება

2023 წლის 2 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) მოინახულა. შეხვდა დაწესებულების პერსონალს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა საცხოვრებელი ტერიტორია, გაეცნო ინფრასტრუქტურას, დაინტერესდა დაწესებულებაში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისებითა და თავშესაფარში არსებულიგამოწვევებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)